</>DevTeam
›

მომსახურების წესები

ბოლო განახლება: 2026 წლის 13 ნოემბერი

1. შეკვეთა და შეფასება

შეკვეთის ფორმის შევსებიდან 24 საათში გიგზავნით ფასს, ვადას და სამუშაოს ჩამონათვალს. სამუშაო იწყება მხოლოდ თქვენი თანხმობისა და წინასწარი გადახდის შემდეგ.

2. გადახდა

50% — წინასწარ, დანარჩენი 50% — ჩაბარებისას. ფასი შეთანხმდება ლარში (₾) ან დოლარში ($).

3. შესწორებები და დამატებითი სამუშაო

ფასში შედის შეთანხმებული ჩამონათვალი. ახალი ფუნქციები, რომლებიც თავდაპირველ ჩამონათვალში არ იყო, ფასდება ცალკე.

4. გარანტია

ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში ჩვენი მხრიდან დაშვებულ ხარვეზებს უფასოდ ვასწორებთ. შემდეგ — შეთანხმებით.

5. კოდის და დიზაინის უფლებები

სრული გადახდის შემდეგ პროექტის კოდი და უფლებები გადმოგეცემათ. ზოგადი ინსტრუმენტები და ბიბლიოთეკები რჩება მათი ავტორების ლიცენზიით.

6. რას არ ვაკეთებთ

  • თამაშის ჩიტებს და ანტი-ჩიტის გვერდის ავლას;
  • Discord-ის წესების დამრღვევ ბოტებს (სპამი, „რეიდი“, self-bot);
  • სხვისი საიტის ან ბრენდის ასლს, ყალბ ან თაღლითურ გვერდებს;
  • ნებისმიერ კანონსაწინააღმდეგო სამუშაოს.

7. ჰოსტინგი და გარე სერვისები

სერვერის, დომენის და სხვა გარე სერვისების ყოველთვიური ხარჯი, თუ სხვაგვარად არ შევთანხმდით, კლიენტის მხარესაა.

8. გაუქმება

თუ შეკვეთას სამუშაოს დაწყების შემდეგ აუქმებთ, წინასწარი გადახდა უკან ბრუნდება მხოლოდ შეუსრულებელი ნაწილის პროპორციულად.

კითხვები

მოგვწერეთ კაბინეტის „მიმოწერიდან“ ან ჩვენს Discord-ზე.

Terms of service

Last updated: 13 November 2026

1. Orders and quotes

Within 24 hours of your order we send a price, timeline and scope. Work starts only after you agree and pay the upfront part.

2. Payment

50% upfront, the remaining 50% on delivery. Prices are agreed in GEL (₾) or USD ($).

3. Revisions and extra work

The price covers the agreed scope. New features that weren't in the original scope are quoted separately.

4. Warranty

We fix bugs caused on our side for free for 5 days after delivery. After that — by agreement.

5. Code and design rights

After full payment, the project code and rights are transferred to you. General tools and libraries stay under their authors' licences.

6. What we don't do

  • Game cheats or anti-cheat bypasses;
  • Bots that break Discord's rules (spam, raids, self-bots);
  • Copies of someone else's site or brand, fake or fraudulent pages;
  • Any illegal work.

7. Hosting and third-party services

Monthly costs for servers, domains and other external services are on the client unless agreed otherwise.

8. Cancellation

If you cancel after work has started, the upfront payment is refunded only in proportion to the unfinished part.

Questions

Message us from your account's "Messages" or on our Discord.

</>DevTeam
© DevTeam